მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული თეატრის სპექტაკლი, ,,მარინა რევია"
თბილისის მოძრაობის თეატრში.
მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული თეატრი 1-2 ივლისს , თბილისში ,მოძრაობის თეატრში ითამაშებს,
როგორც interpress.ge-ს ,კულტურის ცენტრის დირექტორმა ნატო შავიშვილმა განუცხადა, თეატრი,იოსებ ბაკურაძის მიერაა მიწვეული.
,,იოსებ ბაკურაძეს აქვს პროექტი,რომლის ფარგლებში რეგიონებიდან იწვევს სხვადასხვა თეატრებს,მან ნახა ჩვენი სპექტაკლი და სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ვართ მიწვეულები."
გვითხრა შავიშვილმა.
ალექსი ჩიღვინაძის პიესა “ მარინა რევია”, რემლსაც დურუჯის პრემია აქვს აღებული, მარნეულის კულტურის ცენტრის სცენაზე 12 მაისს გათამაშდა.
სპექტაკლში ,მოქმედება ვითარდება ოჯახში, სადაც 15 წლის შემდეგ დედა ციხიდან ბრუნდება.
ოჯახში დაბრუნებული დედა, გაუცხოებული შვილები, 15 წლიანი მონატრება, 15 წლის ტკივილი და ამბავი სადაც დმანაშავე არავინ არ არის.
სპექტაკლს წარმოგვიდგენს :
რეჟისორი გოჩა ხვიჩია
მხატვარი ტატო გელიაშვილი
მსახიობები:
მარო ჯოხაძე
თათია თათარაშვილი
ქეთი აბაშიძე
ზურა ხაფთანი
