ამირან გამყრელიძე პოსტის დატოვებას გეგმავს. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის გადადგომის შესახებ "მთავარ არხს" უწყებაში კონფიდენციალური წყარო უდასტურებენ. სახელდება თანამდებობიდან წასვლის კონკრეტული მიზეზებიც. გამყრელიძე ფაქტობრივად ჯანდაცვის მინისტრთან დაპირისპირებას ეწირება.
ვაქცინაციის პრობლემები, ბოლო დროის, დაკარგული ვაქცინების სკანდალი და აუდიტის სამსახურის შემოწმება - ეს არის ფორმალური მიზეზები, რომელთა გამოც გამყრელიძე იძულებულია წავიდეს.
თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "მთავარ არხს" მისი გადადგომის შესახებ არსებულ ინფორმაციაზე უთხრა რომ:
"როგორც ხედავთ, ჩვეულებრივ რეჟიმში ვარ. ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ... ვმუშაობ ჩვეულებრივ რეჟიმში".
