მარნეულის მუნიციპალიტეტში ლიტ-ფესტივალი 2021 ჩატარდა.. ღონისძიება მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარედ, სკვერში, გაიმართა. Interpress.ge-ს ინფორმაციით,მარნეულის ლიტ-ფესტივალი წარმოადგენს ლიტერატურულ ღონისძიებას, რომლის საპილოტე ვერსია წელს პირველად ჩატარდა. ფესტივალი ადამიანის განვითარების და კულტურის საერთაშორისო სკოლის, მარნეულის კულტურის ცენტრის და მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკისя ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და მოწვეული მწერლები, პუბლიცისტები, პოეტები. სპეციალურად ფესტივალის ფარგლებში გამომცემლობა „დიოგენე"-მ გამართა წიგნის გამოფენა-გაყიდვა, ადგილზე მისულ მოქალაქეებს, საშუალება ქონდათ წიგნები შეღავათიან ფასებში შეეძინათ. ასევე ფესტივალზე მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში არსებულ „ამერიკულ კუთხე“-ს წარმოდგენილი ქონდა სხვადაახვა წიგნი. ღონისძიებას უმასპინძლეს,მწერალმა და დრამატურგიმა - ბასა ჯანიკაშვილიმა;საბავშვო მწერალმა - ლელა ცუცქირიძემ; მწერალმა ქამურანმა და პოეტმა კოკი ხარშილაძემ. სპეციალური მოწვევით ფესტივალში მონაწილეობას იღებდა მსახიობი - ქეთი ჩხეიძე. ფესტივალის მიზანს ადგილობრივ მოსახლეობაში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ლიტერატორების ცნობადობის ამაღლება/წახალისება და რეგიონში საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
Mədəniyyət
მარნეულში ლიტ-ფესტივალი ჩატარდა

მოსასმენად დააჭირეთ
მარნეულის მუნიციპალიტეტში ლიტ-ფესტივალი 2021 ჩატარდა.. ღონისძიება მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარედ, სკვერში, გაიმართა. Interpress.ge-ს ინფორმაციით,მარნეულის ლიტ-ფესტივალი წარმოადგენს ლიტერატურულ ღონისძიებას…
შეაფასეთ
InterPress.ge არხები
სიახლეები სწრაფად მიიღეთ სოციალურ ქსელებში