მმართველმა გუნდა ოპოზიციას გააცნეს პროექტი, რომლის მიხედვით, საარჩევნო ბარიერია 2% და დადგენილია მანდატების მაქსიმალურად პროპორციული განაწილების წესი. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე პუნქტით, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხამდე ჩამოდის. ამავე პროექტით, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუკი კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ვერ მოხდება, საკმარისი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
"პროექტში სიტყვა-სიტყვით არის გადმოტანილი შარლ მიშელის დოკუმენტის შინაარსი. მიშელის დოკუმენტი სიტყვა-სიტყვით განსაზღვრავს, თუ რა უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციურ კანონში. პროექტის საერთო თანხმობით ორშაბათს დაინიცირდება“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განამარტებით, ახალი ნორმები კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება, “რადგან თავისი ბუნებით არის დროებითი“.
İpn.ge
