InterPress.ge- ს ინფორმაციით, შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურისა და ცურტავის მიმდებარედ მოხდა.
თვითმხილველების თქმით,
BMW- ს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ბარიერს შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, სამივე მათგანი მარნეულის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
