”26 ივნისის 14:50 საათიდან 27 ივნისის 03:00 საათამდე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ,კალბაჯარის რაიონის სოფლების: ზეილიკისა და იმამბინასის მიმართულებით, ვარდენიის რაიონის სოფელ, იუხარი შორჯასთან მდებარე პოზიციიდან”.
InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
ინფორმაციის თანახმად,შემთხვევისას, აზერბაიჯანის მხარეს, არავინ არ დაღუპულა და არ დაშავებულა.
დღეისათვის ამ მიმართულებით სიტუაცია სტაბილურია, ტერიტორია კონტროლდება აზერბაიჯანის დანაყოფების მიერ.
