InterPress.ge-ს ინფორმაციით შემთხვევა სოფელ წერეთელის მიმდებარედ მოხდა.
ერთმანეთს Bmw-სა და Ford-ის მარკის ავტომობილი შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით, ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია, დაშავებულთაგან ერთ-ერთი მგზავრის მდგიმარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები,დაშავებულები ამ დროისთვის კლინიკაში არიან გადაყვანილები.
მარნეულის ჯეო-ჰოსპიტალსში განაცხადეს,რომ ერთი პაციენტი თბილისში ნიუ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
,,ჩვენთან დღის პირველ ნახევარში შემოიყვანეს ,ავტო ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული პაციენტი, დასჭირდა ნეიროქირურგიული ჩარევა და გადავიყვანეთ თბილისში,კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში."
განაცხადეს მარნეულის ჯეო-ჰოსპიტალსის კლინიკაში.




.jpg)