დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზოგადად ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 3%-იანი დანაკარგი აღინიშნება. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ყველა მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ფიქსირდება სერიოზული დანაკარგი.
„ზოგადად ქვეყანაში ვაქცინების 3%-იანი დანაკარგი გვაქვს, ჩვენი გეგმით ვაქცინების დაკარგვის მაჩვენებელი 10-15%-მდეა დასაშვები, იმიტომ, რომ ყველა მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ფიქსირდება სერიოზული დანაკარგი. ამ ეტაპამდე დაკარგული 3%-დან, ეს მაჩვენებელი ძირითადად „ასტრაზენეკაზე“ მოდის, რადგან ის 10 - დოზიან ფლაკონებშია განთავსებული, როდესაც მას ხსნი და 5-6 ადამიანი მოდის ასაცრელად, გახსნილი ფლაკონის შენახვა კი მხოლოდ 4-5 საათი შეიძლება, დარჩენილი ვაქცინების დაკარგვა ხდება. სულ 95 დოზაა „ფაიზერის“ ვაქცინის დანაკარგი, „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ დოზები კი თითქმის არ დაკარგულა, რადგან ისინი ერთ დოზიან შეფუთვებშია.
რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, აქ 2 %-მდეა ვაქცინის დანაკარგი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
(ipn)
.jpg)