interpress.ge -ს ინფორმაციით,ძლიერი შეჯახების შედეგად, ერთ-ერთმა ავტომობილის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. შეჯახების შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე, მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
დაშავებულები, კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს, არსებული ინფორმაციით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
