კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში ჩასვლას რეფერენდუმამდე ვაპირებ თუ მის შემდეგ, ამას ქართველი ხალხი ნახავს, არ დავაღალატებ

26
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში ჩასვლას რეფერენდუმამდე ვაპირებ თუ მის შემდეგ, ამას ქართველი ხალხი ნახავს, არ დავაღალატებ
მოსასმენად დააჭირეთ

არასდროს მითქვამს კონკრეტულად არც თარიღი, არც დღე და არც ადგილი საქართველოში ჩასვლის, გარდა ბოლო განცხადებისა. ბოლო განცხადებაში ვთქვი, რომ საქართველოში ჩასვლას რეფერენდუმისთვის ვაპირებ, – ამის შესახებ საქართველოს…

არასდროს მითქვამს კონკრეტულად არც თარიღი, არც დღე და არც ადგილი საქართველოში ჩასვლის, გარდა ბოლო განცხადებისა. ბოლო განცხადებაში ვთქვი, რომ საქართველოში ჩასვლას რეფერენდუმისთვის ვაპირებ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის აუცილებლად ჩამოვა და ქართველ ხალხს არ დააღალატებს.

„რეფერენდუმამდე თუ მის შემდეგ, ამას ქართველი ხალხი ნახავს. ეს იქნება სიურპრიზი ივანიშვილისთვის, მაგრამ ეს იქნება ძალიან მძლავრი სიურპრიზი. ნამდვილად არ ვაპირებ ყველა დეტალის გახსნას, მაგრამ ძალიან კონკრეტულად ვამბობ, რომ მე არ დავაღალატებ ქართველ ხალხს. წინა არჩევნების წინ ვთქვი, რომ ჩამოვალ, როცა არჩევნები დამთავრდება. ჩვენი აზრით და არა მხოლოდ, ქართველი ხალხის აზრით, ყველა გამოკითხვით, არჩევნები იყო გაყალბებული და შემდეგ მივიღეთ ევროკავშირის ხელშეკრულება, რომელიც იძლევა საშუალებას, ჩავატაროთ რეფერენდუმი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში 2013 წლის შემდეგ არ ყოფილა და ეს მისთვის „მძიმე პირადი გამოცდაა“. ამასთან, აღნიშნა, რომ სადმე „გადახვეწილად დიდხანს ყოფნას არ აპირებს“.

„მე ყოველთვის ვასრულებ იმას, რასაც ვამბობ. იყო პერიოდები, როდესაც მიმაჩნდა, რომ ჩვენ გვქონდა საკმარისი ძალები, რათა საკითხები პოლიტიკურად გარკვეულიყო, ნორმალური არჩევნებისთვის მიგვეღწია და მიგვეღწია ნორმალური გადასვლისთვის, ისე, როგორც თავის დროზე გადავეცით ხელისუფლება. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს რესურსი თითქმის მთლიანად ამოწურულია. ერთადერთი იმედი, რაც გვრჩება, ევროკავშირის ჩათვლით, მედიაცით, ამერიკელების ჩართვით, დამკვირვებლების ჩამოსვლის პირობებში ჩვენ შევძლებთ მიღწევას, მაგრამ ამის იმედი მგონი, საქართველოში ძალიან ცოტა ხალხს დარჩა. ყველა რესურსის ჩართვაა საჭირო, ახლა არ არის არც საკუთარი თავის დაზოგვა და რაღაც პოლიტიკური მანევრირების დრო.

ძალიან მენატრება საქართველო. შეუძლებელია, არ მენატრებოდეს. 2013 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ საქართველოში, ეს არის ძალიან მძიმე პერიოდი და ძალიან მძიმე პირადი გამოცდა ჩემთვის. ამიტომ, ეს უკვე პირადი არჩევანის საკითხია, საქართველო თუ გიყვარს და მე ძალიან მიყვარს, ნამდვილად არ ვაპირებ სადღაც გადახვეწილად დიდხანს ყოფნას. ეს არ ნიშნავს, რომ მე იძულებით ვაკეთებ რაღაცას უკრაინაში, მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვან როლს ვასრულებ ისე, როგორც მთელ რეგიონში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →