1992-1993 წლების ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა. სეპარატისტთა მხარეს ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.
InterPress.ge იუწყება, რომ უამრავ აზერბაიჯანელს შორის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ომში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს მკვიდრმა ბაკირ მამედალიევმა ისაუბრა იმაზე, რაც შეესწრო, განიცადა მძიმე სისხლიან ომის პერიოდში.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ჩვენს მაყურებელს წარმოგიდგენთ სიუჟეტს:
