კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

დავით ზალკალიანი - რუსეთის ქმედებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სერიოზულ დესტაბილიზაციას ქმნის ევროპის აღმოსავლეთ საზღვარზე

27
დავით ზალკალიანი - რუსეთის ქმედებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სერიოზულ დესტაბილიზაციას ქმნის ევროპის აღმოსავლეთ საზღვარზე
მოსასმენად დააჭირეთ

დღევანდელი შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იყო თანამშრომლობის ახალი ფორმატის წარსადგენად და აღმოსავლეთ პარტნიორობის გასაძლიერებლად გზების განსახილველად, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგარეო…

დღევანდელი შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იყო თანამშრომლობის ახალი ფორმატის წარსადგენად და აღმოსავლეთ პარტნიორობის გასაძლიერებლად გზების განსახილველად, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან, მოლდოვას მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრ აურელიო ჩოკოისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როგორც იცით, ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს ურთიერთგაგების შესახებ 1 თვის წინ, სადაც ერთად მუშაობის პირობას ვდებთ. ჩვენ ვიმუშავებთ ერთად სხვა აღმოსავლელ პარტნიორებთან და ევროკავშირთან ერთად იმისთვის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი ვაქციოთ უფრო ეფექტური და ძლიერი თანამშრომლობისკენ გადადგმულ ნაბიჯად. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც „ასოცირებულ ტრიოს“ აერთიანებს, არის ასოცირების შეთანხმების განხორციელება, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნას,“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არაერთი საერთო გამოწვევის წინაშე დგანან.

„ევროკავშირში ინტეგრაციის საერთო მიზნის გარდა ჩვენი ქვეყნები არაერთი მსგავსი გამოწვევის წინაშე დგანან და მოხარული ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელთან გვემსჯელა. გადაუჭრელი კონფლიქტები რუსეთთან უდიდეს გამოწვევად რჩება ზოგადად ევროპის უსაფრთხოებისთვის. რუსეთის მიერ ანექსიის მცდელობა და საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის რეგიონების უკანონო ოკუპირება და გადაუჭრელი კონფლიქტი მოლდოვაში, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას, დემოკრატიას და ეკონომიკურ განვითარებას.

რუსეთის ქმედებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სერიოზულ დესტაბილიზაციას ქმნის ევროპის აღმოსავლეთ საზღვარზე. ჩვენ ამ კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრის ერთგულები ვართ და მოუთმენლად ველით ევროკავშირის გაძლიერებულ ჩართულობას რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით,“- აღნიშნა მინისტრმა.

მან ჟოზეფ ბორელს მადლობა გადაუხადა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დაგეგმილი ვიზიტისთვის.

„ეს ვიზიტი არის რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის მიზნით ევროკავშირის ჩართულობისა და ურყევი მხარდაჭერის კონკრეტული დემონსტრირება. იმედი მაქვს, ეს ვიზიტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგავრებასა და ხელს შეუწყობს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას,“- აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაცია მიუღებელია.

„საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციის და დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების ამჟამინდელი კონტექსტი და დამძიმებული ჰუმანიტარული მდგომარეობა მიუღებელია. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის საკითხი ევროკავშირის პოლიტიკური დღის წესრიგის უმაღლეს დონეზე უნდა ავიყვანოთ.

მსურს, ყურადღება გავამახვილო საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავებაზე. ზაზა გახელაძეს ესროლეს, დაჭრეს, დაატყვევეს და უკანონოდ დააპატიმრეს საოკუპაციო ძალებმა. ეს არის იმის მაგალითი, თუ როგორ უგულვებელყოფს რუსეთის რეჟიმი ჰუმანიტარულ საკითხებს და მისი პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას ცდილობს,“- აღნიშნა მინისტრმა.

ipn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →