დღეს 22 ივნისს მარნეულის სოფელ თამარისში შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრის ფარგლებში პროექტის "კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა" პრეზენტაცია გაიმართა.
InterPress.ge- ს ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, არასამთავრობო სექტორი, ფერმერები და დაინტერესებული პირები.
