ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაცია წარმატებულად მიმდინარეობს, ამას დაემატა ავიაციაში დასაქმებულთა აცრებიც, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბორტგამცილებლები, მფრინავები, დისპეტჩერები და სხვა კატეგორიის თანამშრომლები ვაქცინირებულები იქნებიან პრიორიტეტულად, რაც ზრდის საქართველოს როგორც უსაფრთხო მასპინძელი ქვეყნის შესაძლებლობებსა და მიმზიდველობას“, - განაცხადა თურნავამ.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.
(imedi)
