მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, 18 წლის ზემოთ ასაკის ყველა სტუმარი, რომელიც 50-150 -კაციან ცერემონიალს დაესწრება, ვალდებული იქნება, ფლობდეს მოწმობას, რომელიც ადასტურებს, რომ კოვიდ 19-ის მიმართ იმუნურია.
რაც შეეხება ღონისძიებას, რომელსაც 50-მდე ადამიანი ესწრება, სტუმრები ვალდებულები იქნებიან, პირადი რესპირატორული დამცავი საშუალებები გამოიყენონ, კოვიდპასპორტების წარდგენა კი არ მოეთხოვებათ.
