უკრაინაში, საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე "Stars Skiff", გრან პრი მოიპოვა და ,,ფესტივალის ოქროს ხმა" ტიტულის მფლობელი გახდა მარნეულელი ახალგაზრდა.
InterPress.ge-ს ინფორმაციით, საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული მარნეულის ,,კულტურის ცენტრი"-ის სოლისტი შაბან მამედოვია.
,,კონკურსში თავად ორგანიზატორმა მიმიწვია და მარნეულის, კულტურის სახლის მხარდაჭერითა და დაფინანსებით გავემგზავრე.
კონკურენცია დიდი იყო, თუმცა ჟიურის გადაწყვეტილებით, გრან-პრისა და "ფესტივალის ოქროს ხმა" ტიტულის მფლობელი გავხდი.
ეს იყო ჟიურისა და მაყურებლის გადაწყვეტილება, ხოლო მე მაქსიმუმს ვდებ, რომ ჩემი ქვეყანა და ქვეყნის კულტურა, წარვადგინო."-განაცხადა ,,interpres.ge"სთან შაბანმა.
მომღერალი საქარღველოში 22 ივნისს ბრუნდება.
