80 ლარით დაჯარიმდება ის პირი, ვინც ტერიტორიას 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით დააბინძურებს.
ველობილიკის მიღმა მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა მსგავსი მოძრავი საშუალებებით გადაადგილება გამოიწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი მათ 50 ლარის ჯარიმა დაეკისრებათ. ველობილიკზე აკრძალულია ქვეითთა მოძრაობა.
ასევე, ბულვარის ტერიტორიაზე ძაღლის ალიკაპის გარეშე ყოლა გამოიწვევს მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
"გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაემორჩილოთ აღნიშნულ რეგულაციებს" - წერს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია.
(Report)
