InterPress.ge იუწყება, რომ პროექტი განხორციელდა თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TIKA) ფინანსური მხარდაჭერით.
სახელოსნოს შექმნის მიზანი არის საქართველოში საიუველირო ტრადიციული ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია, კავკასიური კულტურის, როგორც მსოფლიო კულტურული მიღწევის შენარჩუნება. პროექტი მიზნად ისახავს დიალოგის განმტკიცებას თურქულ და კავკასიურ კულტურებს შორის და თანამშრომლობის განმტკიცებას ხელოვნების სფეროში.
გახსნის ცერემონიალს დაესწრო საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა.
მისივე თქმით, სახელოსნოში შეიმუშავებს, დამზადდება და აღდგება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კუთვნილი სამკაულები.
ელჩის თქმით, ორიგინალობით გამოირჩევა ქვემო ქართლის რეგიონის ისტორიული სამკაულები, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ხიდია.
”თუ საქართველოს მოქალაქეებს შორის არიან აზერბაიჯანელები, რომელთაც სურთ განავითარონ თავიანთი ცოდნა საიუველირო სფეროში, შეინარჩუნონ ტრადიციული მოტივები და ნიმუშები, ამ სახელოსნოში მათთვის შესაძლებლობების შექმნაა შესაძლებელი.
მსგავსი პროექტის განხორციელება შესაძლებელია თბილისის გარეთ. სახელოსნო, რომელიც ჩვენ გავხსენით, პირველი ნაბიჯია. ძვირფასეულობა ძალიან ღირებულია, რადგან ის არის ხელნაკეთი, მაგრამ სიამაყეა კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ტარება.”- ფარმა ჯერენ იაზგანი.
