სამგზავრო მატარებელს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დახვდა. „გლობალური პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა. პირველმა მატარებელმა ერევანი-თბილისი-ბათუმი საქართველოს ტერიტორიაზე 80-მდე ვიზიტორი შემოიყვანა“, - განაცხადა ზურაბ სიჭინავამ.
(imedi)
