"დღეს ისტორიული დღეა. ჩვენ ვესალმებით თურქეთის პრეზიდენტს ყარაბაღის მიწაზე. ჩემი ძმა ბევრჯერ არის ნამყოფი აზერბაიჯანში. მაგრამ პირველად ჩვენ ერთად ვართ ყარაბაღის მიწაზე, შუშაში. ამ ვიზიტს ისტორიული მნიშვნელობა აქვს "
InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შუშაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ქვეყნის მეთაურმა თქვა: ”ალიანსის შესახებ დღეს გაფორმებული ერთობლივი დეკლარაცია ჩვენს ურთიერთობებს უმაღლეს დონეზე აყენებს. დეკლარაციის სათაური ყველაფერს ამბობს. დღეს ჩვენ დავამყარეთ თვისობრივად ახალი ურთიერთობა და ამ დეკლარაციის ყველა დებულება ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის გარანტიაა".
დღეს აზერბაიჯანმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს შუშას დეკლარაციას მოკავშირეთა ურთიერთობების შესახებ.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
