საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ეუთო"-ს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "Twitter"-ში ეხმაურება. მთავრობის მეთაური "ეუთო"-ს გენერალურ მდივანს მადლობას უხდის საერთაშორისო ასპარეზზე ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის.
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა "ეუთო"-ს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდთან. ყურადღება გავამახვილეთ საქართველო-ეუთოს თანამშრომლობაზე და კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე. განვიხილეთ საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა. მადლობას ვუხდი „ეუთო“-ს საერთაშორისო ასპარეზზე ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში.
