InterPress.ge იუწყება, რომ ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში უმაღლესი სტუმრის საპატივსაცემოდ ორი ქვეყნის დროშები ფრიალებს და დაინიშნა საპატიო მცველი.
თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს და მის მეუღლეს ემინე ერდოღანს აეროპორტში პირველი ვიცე-პრემიერი იაგუბ ეიუბოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანისა და თურქეთის ოფიციალური პირების ორმხრივი შეხვედრები გაიმართება. შეხვედრები შეეხება თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ყველა ასპექტს და განიხილება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს.
თურქეთის პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს აზერბაიჯანის პარლამენტს. ორი პრეზიდენტი უყურებს თურქეთის საფეხბურთო ნაკრების საკვალიფიკაციო ჯგუფის მატჩს 16 ივნისს ბაქოში.


