კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

არჩილ თალაკვაძე - საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას ვერ შეაჩერებს ვერცერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ოპოზიციიდან

44
არჩილ თალაკვაძე - საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას ვერ შეაჩერებს ვერცერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ოპოზიციიდან
მოსასმენად დააჭირეთ

მნიშვნელოვანია, ოპოზიცია თვითონ გაერკვეს საკუთარ დამოკიდებულებაში მიშელის დოკუმენტის მიმართ, თუმცა საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციას ვერ შეაჩერებს ვერცერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ოპოზიციიდან,- ამის…

მნიშვნელოვანია, ოპოზიცია თვითონ გაერკვეს საკუთარ დამოკიდებულებაში მიშელის დოკუმენტის მიმართ, თუმცა საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციას ვერ შეაჩერებს ვერცერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ოპოზიციიდან,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც თალაკვაძემ ნატო-ს სამიტის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს საერთაშორისო დღის წესრიგში კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

„ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკისთვის ის, რომ დასავლელმა პარტნიორებმა საქართველო დაინახეს რეგიონში აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად სტაბილურობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარ მედიატორად. რა თქმა უნდა, საქართველო არის სტრატეგიულ მზადყოფნაში ნატო-ში გაწევრიანებისთვის და ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში.

ნატო-ში გაწევრიანება ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ეხება ჩვენი ქვეყნის თავდაცვას და უსაფრთხოებას, არამედ ეს ეხება საქართველოს დემოკრატიულ გაძლიერებას, ეკონომიკას, ზოგადად საერთაშორისო ნდობის გაძლიერებას ჩვენი ქვეყნის მიმართ. სწორედ ამისთვისაა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ნატო-სთან დაახლოების პროცესში. ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ წლების განმავლობაში და სწორედ ამის დამსახურება გახლავთ ის, რომ პარტნიორები საქართველოს მაღალ შეფასებას აძლევენ“,- განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, „უპასუხისმგებლო ძალა ოპოზიციიდან“ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ხელს ვერ შეუშლის და შარლ მიშელის შეთანხმება დათქმულ ვადაში შესრულდება.

„მთელმა საზოგადოებამ იხილა, როგორ ცდილობდა ბოლო პერიოდის განმავლობაში ოპოზიციის ნაწილი მესიჯის შეცვლას. გვეუბნებოდა - მაინც ხომ მოაწერეთ ხელი მიშელის შეთანხმებასო. მათ მინდა შევახსენო, რომ შეთანხმებას პირველმა სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა ხელი და ჩვენი პარტნიორების და საზოგადოების ერთიანი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი, რომ ეს შეთანხმება შედგა. ამას ხელი პირველმა „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა, შემდეგ მართლაც ოპოზიციის ერთი ნაწილი შეუერთდა, თუმცა ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილი არაა ხელმომწერი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ოპოზიცია თვითონ გაერკვეს საკუთარ დამოკიდებულებაში მიშელის დოკუმენტის მიმართ. თუმცა საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციას ვერ შეაჩერებს ვერცერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ოპოზიციიდან. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი. ამიტომ არა მხოლოდ მიშელის შეთანხმება შესრულდება დათქმულ ვადებში, არამედ ყველა ვალდებულება შესრულდება, რომელიც ავიღეთ ჩვენი საზოგადოების და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე“,- განაცხადა თალაკვაძემ.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →