InterPress.ge- ს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენელი საქართველოში, თემისა და თეატრის წევრები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სტუმრებმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ანარ რაფიგოღლუსა და მის გუნდს წარმატებები უსურვეს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოკლე სპექტაკლები და მუსიკალური სცენები.
ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს ერა თეატრის სერთიფიკატები გადაეცათ.






