კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

ნათია თურნავა - ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი მოემსახურება გლობალურ გადაზიდვებს და ახალ სამუშაო ადგილებს შემატებს რეგიონს

26
ნათია თურნავა - ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი მოემსახურება გლობალურ გადაზიდვებს და ახალ სამუშაო ადგილებს შემატებს რეგიონს
მოსასმენად დააჭირეთ

ძალიან ამაყები ვართ იმით, რომ საქართველოს შავი ზღვის საპორტო არეალში მიმდინარეობს ბევრი საინტერესო პროექტი, მიმდინარეობს განვითარება და ერთ-ერთი პირველი არის სწორედ ახალი, მინერალური სასუქების გადამზიდავი ტერმინალი…

ძალიან ამაყები ვართ იმით, რომ საქართველოს შავი ზღვის საპორტო არეალში მიმდინარეობს ბევრი საინტერესო პროექტი, მიმდინარეობს განვითარება და ერთ-ერთი პირველი არის სწორედ ახალი, მინერალური სასუქების გადამზიდავი ტერმინალი, რომელიც ყველაფერთან ერთად ასაქმებს ასზე მეტ ადამიანს და მომავალში დაასაქმებს კიდევ უფრო მეტ ადგილობრივ მცხოვრებელს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ბათუმის პორტში ახალი მულტიმოდალური კარბამიდის ტერმინალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს არის სრულიად უსაფრთხო ობიექტი, რომელიც აშენებულია ულტრათანამედროვე, ეკოლოგიურად მეგობრული ტექნოლოგიებით და პრაქტიკულად, ამით ინვესტორებმა პასუხი გასცეს ყველა კითხვას, თუ რაიმე არსებობდა საზოგადოებაში ეკოლოგიურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროექტთან მიმართებაში იყო გარკვეული შეკითხვები, იყო პროტესტიც მოსახლეობაში და ეს ბუნებრივია, რადგან ბათუმი ვითარდება როგორც ტურისტულად მნიშვნელოვანი წერტილი და მიზიდულობის ცენტრი, აქედან გამომდინარე, ყველა ინდუსტრიული ობიექტი აქ უნდა იყოს განსაკუთრებული ეკოლოგიური სტანდარტის შესატყვისი.

„ყველა სანებართვო პროცესი არის შესრულებული, ტერმინალში ძირითადად დამონტაჟებულია „სიმენსის“ აპარატურა, ასევე დამონტაჟებულია სხვადასხვა სახის ფილტრები, მათ შორის ჰაერში გაფრქვევისა თუ მტვრის შემაკავებელი ფილტრები და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს იმას, რომ ტერმინალი, რომელიც ევროპული და ამერიკული ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, სრულიად უსაფრთხოდ მოემსახურება გლობალურ გადაზიდვებს და ახალ სამუშაო ადგილებს შემატებს რეგიონს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, მინერალურ სასუქებზე მოთხოვნა მსოფლიოში იზრდება, რადგან, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში იზრდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და კვების პროდუქტების წარმოება. მისი შეფასებით, ეს იქნება მზარდი, საინტერესო, მომგებიანი, პერსპექტიული ბიზნესი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი, რომ საქართველო მართლაც არის საუკეთესო, ლოგისტიკური ჰაბი რეგიონში, რომელზეც გადის აბრეშუმის გზა და რაც შეიძლება მეტი, ახალი, მსგავსი ლოგისტიკური პროექტი უნდა განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში.

დღეს ბათუმის ფორტში მინერალური სასუქების ახალი ტერმინალი გაიხსნა, რომელიც წელიწადში 1 500 000 ტონა მინერალურ სასუქს გადაამუშავებს. ბათუმის პორტში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორები არიან ამერიკული კორპორაცია Trammo და კომპანია Wondernet Exspress Investment Group. პროექტში 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. ტერმინალის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ბაჰტიარ რახიმოვი, კომპანია Trammo-ს პრეზიდენტი ედვარდ ვეინერი, ასევე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პროექტის ინვესტორები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს-სექტორის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

1tv.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →