16 წლის მოზარდი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დააკავეს. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
ბიჭი ინკლუზიურ განათლებაშია ჩართული.
ბრალდებულის ოჯახი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ექსპერტიზის პასუხის ელოდება 8 წლის ბიჭის ოჯახიც.
გამოძიების მტკიცებით, შემთხვევა, კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოფელში, მაისის ბოლოს, დაზარალებულის სახლში მოხდა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 137- ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს.
