"სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიმართ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კალბაჯარის რეგიონის მიმართულებით".
InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განცხადებას ავრცელებს.
"სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩვენი შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს ცეცხლის გახსნის ფაქტი დადასტურებულია. გახსნილი ცეცხლის შედეგად არავინ დაიღუპა და დაიჭრა"- სამინისტროდან განაცხადეს.
ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სომხური მხარე განზრახ ატარებს ორი ქვეყნის სახელმწიფო საზღვარზე ვითარების გამწვავების პოლიტიკას და ახორციელებს სამხედრო პროვოკაციებს არჩევნებამდე.
"მთელი პასუხისმგებლობა მომხდარზე სომხურ მხარეს ეკისრება”, - ნათქვამია განცხადებაში.
