InterPress.ge იუწყება, რომ შეხვედრა ეძღვნებოდა Azertac.az- სა და AZTV- ს ჟურნალისტებს, რომლებიც 4 ივნისს ქალბაჯარის რაიონის სოფელ სუსუზლუღში დაიღუპნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები, აზერბაიჯანის მედიასაშუალებების წარმომადგენლები საქართველოში და აღნიშნული თემით დაინტერესებული პირები.
შეხვედრის დაწყებისთანავე დაღუპული ჟურნალისტები წუთიერი დუმილით გაიხსენეს.
შეხვედრის დროს ნაჩვენები იქნა ვიდეო, რომელიც ქალბაჯარში ნაღმიან ტერიტორიებზე ჟურნალისტებს ეძღვნებოდა.
ჟურნალისტებმა სიტყვით გამოსვლისას ამ თემაზე თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
შეხვედრის ბოლოს, საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის, ჟურნალისტებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ ეუთოს / ODIHR– ს განცხადება გაუგზავნეს.
"ჩვენ, საქართველოს აზერბაიჯანელთა საზოგადოების წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციები დიდი მწუხარებით მოგახსენებთ, რომ 4 ივნისს ქალბაჯარის რაიონის სოფელ სუსუზლუღში, ოკუპაციიდან გათავისუფლებულ სახელმწიფო ტერიტორიებზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიისა და Azertac.az საინფორმაციო პორტალის თანამშრომლები სირაჯ აბიშოვი და მაჰარრამ იბრაგიმოვი დაიღუპნენ დანაღმულ ადგილებზე.
გადამღები ჯგუფის სატრანსპორტო საშუალების ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე შეჯახების შედეგად, საერთო ჯამში დაიღუპა 3 ადამიანი, ხოლო 4 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
ომის დამთავრების შემდეგ სომეხი ოკუპანტების მიერ დანაღმულ ტერიტორიებში ნაღმებშია მოხვედრილი 140-ზე მეტი ადამიანი, მათგან 27 დაღუპულია. მომხდარი ტრაგედია გვიჩვენებს, რომ სომხეთი ჯერ კიდევ ახორციელებს რეგიონში მზაკვრულ პოლიტიკას. ოკუპაციიდან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე გრძელდება დანაღმვა.
ამრიგად, რეგიონში მოვალეობის შემსრულებელი მედიის წარმომადგენლების, სამოქალაქო პირებისა და ადგილზე მომუშავე ადამიანების სიცოცხლისათვის არსებობს სერიოზული საშიშროება და აღნიშნული ვითარება ჩვენ, საზოგადოების წევრებს, ძალიან გვაწუხებს.
ჩვენ, როგორც საზოგადოების წევრები მივმართავთ გაეროს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ევროპის საბჭოს, აგრეთვე „Amnesty International“-ს და „Human Rights Watch“-ს ადამიანის უფლებების დაცვის ჯგუფებს, რომ სომხეთის ძალოვანი სტრუქტურების მიერ ოკუპირებულ და 44 დღიანი ომის შედეგად გათავისუფლებული დანაღმული რუკების არ მიცემით და ამჟამად საიდუმლო გზებით სახელმწიფოში შესვლით, ახორციელებენ დანაღმვის პროცესს, რითაც უხეშად არღვევენ ადამიანის საერთაშორისო უფლებებს, ჰუმანიტარულ ნორმებსა და პრინციპებს.
სომხეთის სახელმწიფოს ასეთი სეპარატისტული ქმედებების, შედეგად მედიის წარმომადგენლების, სამოქალაქო პირების სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. ოკუპანტი ქვეყნისგან მოვითხოვთ 30 წლის განმავლობაში ოკუპაციაში მყოფ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაკრძალული ნაღმების რუკების გამოქვეყნებას და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკაცრი და სერიოზული ნაბიჯების გადადგმას აზერბაიჯანის საერთაშორისო სამართლით აღიარებულ საზღვრებს მიღმა დანაღმვის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით.


