InterPress.ge აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოს სახალხო დამცველის ძალისხმევითა და ადვოკატების დახმარებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე სასამართლოს გადაწყვეტილებით პანციონატიდან არასრულწლოვნები გაიყვანეს და სპეციალურ თავშესაფრებში მოთავსებას მიაღწიეს. შემთხვევის დაწყებამდე დირექტორმა სახალხო დამცველის წარმომადგენლები სკოლაში არ შეუშვა, თუმცა მათ ამის კანონიერი უფლება ჰქონდათ. ამის შემდეგ, სახალხო დამცველი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ საქმეში, ცალკეულმა პირებმა და ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გარკვეული დესტრუქციული ძალები ითხოვენ საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გადაყენებას, რომელიც არის დემოკრატიული პრინციპების და ღირებულებების მატარებელი. ის მრავალი წლის განმავლობაში ამ სფეროში წარმატებით მუშაობდა.
ნინო ლომჯარია არა მხოლოდ ღირსეული ჩინოვნიკი, არამედ ღირსეული მოქალაქეცაა. მისი პოზიცია სკოლაში განვითარებული მოვლენებისადმი და გაბედულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის თავისი საქმის პროფესიონალია და ამავე დროს ღირსეული ადამიანიცაა. ის სამართლიანი და მიუკერძოებელია საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ. მისი საქმიანობის შედეგად, უმცირესობებისაც მიმართ უსამართლო მოპყრობამ სამართლებრივი შეფასება მიიღო.
ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, მხარს ვუჭერთ საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას და მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, რომ შეაჩერონ ის დესტრუქციული ძალები, რომელებიც მოითხოვენ მისი თანამდებობიდან გადაყენებას. სახელმწიფოს განსაკუთრებული როლი აკისრია დემოკრატიული საზოგადოებების ფორმირებაში. სახელმწიფო არის ინსტიტუტი, რომელმაც უნდა შექმნას რეფორმების განხორციელების შესაძლებლობები და მან უნდა უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა მაღალ დონეზე.
ჩვენ მოვითხოვთ დესტრუქციული ძალების რადიკალური ქმედებების გამოძიებას და აღკვეთას საქართველოს სახელმწიფო კანონმდებლობის ფარგლებში. ასევე მოვითხოვთ საზოგადოებაში ლიბერალური სეგრეგაციის წინააღმდეგ სიძულვილის ენის გავრცელების აღკვეთას და საზოგადო მოღვაწეებისათვის თავიანთი მოვალეობის შესასრულებლად თავისუფალი გარემოს შექმნას.
ჩვენ, როგორც საქართველოს აზერბაიჯანული საზოგადოება თანაბარი უფლებებით ნინო ლომჯარიას ვუცხადებთ სოლიდარობას!
"სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი"- ზაურ ხალილოვი
„სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“- მირტაგი ასადოვი
"სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი"- რაშან ზიადალიევი, რავილ მამედოვი
"პლატფორმა - სალამი"- ბენიამინ კასუმოვი
აქტუალ მედია- ილქინ ჰუსეინოვი
"საქართველო ლიდერ მედია"- აზერ მამედოვი
"სუფთა ამბავი" „ინტერპრესს“- ნაჰიდ ყურბანოვი
სამოქალაქო აქტივისტი- სამირა ბაირამოვა
ჟურნალისტი- ჯეიჰუნ ნარზალოვი
პოლიტიკოსი- ახმედ იმამკულიევი
პოლიტიკოსი- აგილ მუსტაფევი
პოლიტიკოსი- მურად მურადოვი
პოლიტიკოსი-იურისტი- ალი ბადიროვი
