ლენტეხში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სოფელ ჩიხარეშის რწმუნებულის მეუღლე დააკავეს. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელბს. მას სამართალდამცველებისთვის დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
ტელეკომპანიის ცნობით ასევე დაკავებულია მოკლული კაცის მასპინძელი. უშუალოდ ცემაში მონაწილე პირებს კი პოლიცია ეძებს.
სოფელ ჩიხარეშში შემთხვევა ხუთ ივნისს მოხდა. ცემის შედეგად 47 წლის კაცი გარდაიცვალა. ის ზესტაფონი-ლენტეხის სამარშურუტო ხაზზე მუშაობდა. ცემაში სავარაუდოდ ოთხი პირი ფიგურირებს. ჩხუბის მიზეზად რამდენიმე ვერსია გავრცელდა, მათ შორის ფულის გამოძალვა.
(report)
