კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ Covid-19-ის რეგულაციების დარღვევის გამო შსს-ს მიერ მოქალაქეთა დაჯარიმების პრაქტიკას ეხმიანება

33
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ Covid-19-ის რეგულაციების დარღვევის გამო შსს-ს მიერ მოქალაქეთა დაჯარიმების პრაქტიკას ეხმიანება
მოსასმენად დააჭირეთ

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ Covid-19-ის რეგულაციების დარღვევის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოქალაქეთა დაჯარიმების პრაქტიკას ეხმიანება და უწყებას მოუწოდებს, რომ კოვიდრეგულაციების დარღვევის საფუძვლით…

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ Covid-19-ის რეგულაციების დარღვევის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოქალაქეთა დაჯარიმების პრაქტიკას ეხმიანება და უწყებას მოუწოდებს, რომ კოვიდრეგულაციების დარღვევის საფუძვლით მოქალაქეების დაჯამირებისას, დაიცვან პირის სამართალდამრღვევად ცნობისათვის საჭირო შესაბამისი სტანდარტი. ასევე მოუწოდებს, რომ გამოიკვლიონ ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება თუ ინდივიდუალური საჭიროება, რაც ზეგავლენას მოახდენს ჯარიმის დაკისრებაზე.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აგრძელებს პროექტს - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“. პროექტის მიზანია პანდემიის გავრცელების საპასუხოდ მიღებული ზომების, მათ შორის - საგანგებო მდგომარეობის დროს და მის შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის ხელშეწყობა.

უკანასკნელ თვეებში განსაკუთრებით გახშირდა შსს-ს თანამშრომელთა მხრიდან Covid-19-ის რეგულაციების დარღვევის საფუძვლით, მოქალაქეთა დაჯარიმების უკანონო შემთხვევები, რაც ძირითადად განპირობებულია ცალკეული პოლიციელების მიერ სამართლის ნორმის ბლანკეტური განმარტებით, რაც არაპროპორციულად გამკაცრებული რეგულაციების გათვალისწინებით, კიდევ უფრო ამძიმებს რიგითი მოქალაქეების მდგომარეობას.

პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაში არსებული საქმეები ცალსახად მიანიშნებს ერთი მხრივ სახელმწიფოს რეპრესიულ პოლიტიკაზე, ხოლო მეორე მხრივ, შსს-ს საპატრულო თანამშრომელთა მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას გამოვლენილ არაერთგვაროვან მიდგომებზე. ეს ძირითადად გამოიხატება კოვიდრეგულაციების დარღვევის საფუძვლით, მოქალაქეების დაჯარიმებისას შესაბამისი ფორმალური საფუძვლების არასწორ ინტერპრეტაციასა და მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინების უგულვებელყოფაში, რაც პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის საჭირო სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს.

ორგანიზაციის წარმოებაში არსებულ საქმეებში, რომელიც კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის ადამიანების დაჯარიმებას ეხება, ხშირად შსს-ს თანამშრომლები არ სწავლობენ სავარაუდო სამართალდარღვევის საქმეების მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებსა და ინდივიდუალურ მოცემულობებს. ცალკეულ შემთხვევებში კი, დაჯარიმება კანონის მოთხოვნათა გვერდის ავლით, პოლიციელის მიერ სამართლებრივი ნორმის არასწორი ინტერპრეტაციით ხდება.

საზოგადოებრივი წესრიგის და კანონმორჩილების მიღწევა მხოლოდ კანონმდებლობის გამკაცრების და რეპრესიის გაძლიერების გზით იმთავითვე არასწორი და ხანგრძლივ პერსპექტივაში - არაეფექტიანია. კანონდარღვევების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია არა ჯარიმების გამოწერის სტატისტიკის ზრდა, არამედ კანონის ერთგვაროვანი და სამართლიანი აღსრულების უზრუნველყოფაც, რაც პოლიციელის მიერ ფაქტობრივ გარემოებათა შესწავლის გარეშე შეუძლებელი იქნება. ამასთან, არსებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედების პირობებში და კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის არსებული არაპროპორციულად მაღალი სანქციის გათვალიწინებით, ცალკეულ სამართალდარღვევებზე ჯარიმების მსგავსი პრაქტიკით დაკისრება, იქონიებს მძიმე ზეგავლენას მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ამ პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ ქვეყანაში მოქმედებს საბჭოთა კავშირის დროს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც არ ითვალისწინებს სათანადო საპროცესო გარანტიებს. ამდენად, შესაბამისი სტანდარტის დაკმაყოფილების გარეშე ჯარიმების გამოწერა კიდევ უფრო ინტენსიურ სახეს მისცემს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებათა დაუსაბუთებელ შეზღუდვას.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს: კოვიდრეგულაციების დარღვევის საფუძვლით მოქალაქეების დაჯამირებისას, დაიცვან პირის სამართალდამრღვევად ცნობისათვის საჭირო შესაბამისი სტანდარტი და გამოიკვლიონ ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება თუ ინდივიდუალური საჭიროება, რაც ზეგავლენას მოახდენს ჯარიმის დაკისრებაზე. უზრუნველყოს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება პირის სამართალდამრღვევად ცნობისათვის საჭირო შესაბამისი სტანდარტების თაობაზე და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს საერთო სასამართლოებს საქმეთა განხილვისას, მხედველობაში მიიღონ სამართალდამრღვევად ცნობილი პირის ახსნა-განმარტება, რა ვითარებაში მოხდა მათი დაჯარიმება და რა წინაპირობები უძღვოდა მას წინ. ამასთან, შეამოწმონ პირის სამართალდამრღვევად ცნობისათვის საჭირო შესაბამისი სტანდარტები და მის საფუძველზე შეაფასონ მოქალაქეთა დაჯარიმების ლეგიტიმურობის საკითხი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს დაიწყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის რეფორმა, რადგან არსებული კოდექსი არ სთავაზობს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს შესაბამის საპროცესო გარანტიებს“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →