"პოლიციელი, რომელმაც ჩემი შვილი მოკლა, მკაცრად უნდა დაისაჯოს" .
ამის შესახებ InterPress.ge - ს ვაქილ აბდულაევის დედამ, სამირა აბდულაევამ განაცხადა.
მისი თქმით, საგზაო პოლიციის ინსპექტორი, რომელმაც მისი შვილი მოკლა, გუშინ გაათავისუფლეს და ეს უსამართლობა იყო.
ვაქილ აბდულაევის დედა და მამა ითხოვს, რომ სამართლიანი გამოძიება ჩაატარონ მისი შვილის მკვლელობის ფაქტზე.
