InterPress.ge -ს ცნობით, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრაგედიის შედეგად დაიღუპა აზერბაიჯანული მედიის ორი წარმომადგენელი და კალბაჯარის რაიონის ერთ-ერთი სოფლის აღმასრულებელი წარმომადგენელი.
"აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო სამძიმარს უცხადებს 4 ივნისს კალბაჯარის რეგიონში მომხდარი ტრაგედიის გამო. ტრაგედიის შედეგად დაიღუპა აზერბაიჯანული მედიის ორი წევრი და კალბაჯარის რაიონის ერთ-ერთი სოფლის აღმასრულებელი ხელისუფლების უფროსის მოადგილე. აზერბაიჯანის სამივე მოქალაქე დაიღუპა ტანკსაწინააღმდეგო აფეთქების შედეგად. საქართველოს საელჩო ღრმა სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ", - განაცხადეს საელჩოში.
