როგორც ცნობილია, 15 წლის აისევ კარაიევა თავს კარგად გრძნობს და გამტაცებელ ბიჭთან ერთად პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.
ცნობისთვის, რამდენი დღის წინ, ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან მოზარდი იმ დროს გაუჩინარდა, როდესაც ის სკოლაში მიდიოდა. მოგვიანებით, გოგოს ოჯახმა გაარკვია, რომ მათი შვილი ცოლად მოყვანის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებმა 20 წლის ბიჭმა მოიტაცა, რის შესახებაც პოლიციას აცნობეს.
მომხდარზე გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.
(ipn)
