InterPress.ge- ს ინფორმაციით, გამოძიება უკვე დაწყებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნაჰიდ გურბანოვზე ფიზიკური შეურაცხყოფისა და თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს ჯგუფურ ძალადობას და თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე, ასევე 226-ე მუხლით, რაც ჯარიმას და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.
ინფორმაციისთვის, 17 მაისს დმანისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობის შორის მასობრივი შეტაკების დროს InterPress.ge- ს მთავარი რედაქტორსა და საინფორმაციო პორტალ დამფუძნებელს ნაჰიდ გურბანოვს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც თავის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.
