ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, ცხედარი სამძებრო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს და ის მდინარიდან უკვე ამოიყვანეს.
მაშველებმა, სავარაუდოდ, 21 მაისს გაუჩინარებული კაცის ცხედარი იპოვეს.
ცნობისთვის, 21 მაისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის მკვიდრი, 60 წლამდე ასაკის კაცი, რომელიც პირუტყვს მწყემსავდა, მდინარეში შევიდა, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგება.
მტკვარში და მის სანაპირო ტერიტორიაზე სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობდა.
(Report)
