მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს რომ ზაფხულში ეკონომიკა გაიხსნას და ადამიანები ზაფხულის პერიოდში ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.
"ჩვენთან ისევ დაბალია პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი - იყო 40%, ახლა მოიმატა და არის 70%, მაგრამ ეს მაინც დაბალია, 90% მაინც უნდა იყოს პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი, რომ მყარი ეფექტი გვქონდეს.
ორი რამ - მასიური ვაქცინაცია და პირბადეების გამოყენების გაზრდა 90%-მდე, საშუალებას მოგვცემს რაც შეიძლება მალე მოვხსნათ შეზღუდვები და აკრძალვები. დარჩება მხოლოდ პირბადის ტარება - ეს დიდხანს დარჩება კიდევ იმიტომ, რომ ყველა იმ ქვეყანაში, რომელმაც წარმატებული ვაქცინაცია ჩაატარა, მაინც რჩება პირბადეები. ჩვენი ამოცანაა, რომ ზაფხულში შევიდეთ სტაბილური მდგომარეობით, რათა ზაფხული იყოს სრულფასოვანი ჩვენი მოსახლეობისთვისაც და ტურისტული სექტორისთვისაც. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულში ეკონომიკა გაიხსნას და ადამიანები ზაფხულის პერიოდში დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას", - განაცხადა ცერცვაძემ.
(report)
