InterPress.ge იუწყება, რომ ღონისძიება, რომელიც გარდაბნის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და 28 მაისს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნებოდა,
სტუმრებს გარდაბნის ახალგაზრდული ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰაჯი ბაკიროგლუმ მიესალმა და დამსწრე სტუმრებს ამ ორი მნიშვნელოვანი დღის შესახებ თავისი მოსაზრებები გაუზიარა.
"26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ხოლო 28 მაისი არის აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე. პირველ რიგში, ამ მიზეზით, ყველას ვულოცავ თითოეულ თქვენთაგანს, მათ შორის ორივე ქვეყნის მოქალაქეებს!
მიუხედავად იმისა, რომ 1918 წელს გამოცხადებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა, ეს თავისუფლება ყოველთვის იყო იმედის შუქი ორი ქვეყნის ხალხში. საბჭოთა კავშირში მცხოვრები ეს ხალხი ყოველთვის იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის და საბოლოოდ მიაღწიეს ამ ოცნებას. იმ დროის ლიდერების და მთავრობის პატივისცემის ნიშნად, მათ ეს დღე შეინარჩუნეს, როგორც ისტორიული ღირებულება. ამ ღირებულების დაცვა ჩვენი მოვალეობაა. ”- ჰაჯი ბაკიროგლუ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩის მრჩეველმა სარხან ისმაილოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და ორი ქვეყნის მსგავს ბედზე გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ სტუმრები ზაბით ჰუსეინოვი, მურადხან ემინოვი, საქართველოს აზერბაიჯანელთა უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მაიაკ ნემატოვი და ახალგაზრდა პოლიტიკური კომენტატორი აიბეი ისაევი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მეცნიერები და საზოგადოების წარმომადგენლები.
