სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი 27 მაისს, დილის 3 საათზე, სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის კალბაჯარის რაიონის იუხარი აირიმის დასახლებული პუნქტის მიმართულებით ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 6 სომეხი სამხედრო მოსამსახურე მძევლად აიყვანეს, როდესაც ისინი ნაღმავდნენ გზას, რომლის გავლითაც აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მომარაგება ხორციელდება.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის აღნიშნული მიმართულებით სიტუაციას აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები აკონტროლებენ.
ipn.ge
.jpg)