საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, კომენდანტის კვლავ ძალაში რჩება. საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე არ დააკონკრეტა, როდის შეიძლება მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნას.
ბოლო გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათმა 23:00 საათამდე გადაიწია.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, კვების ობიექტებისთვის დაწესებული შაბათ-კვირის შეზღუდვა სრულად მოიხსნა.
1-ლი ივნისიდან საქართველო ასევე ხსნის სახმელეთო საზღვარს.
(report)
