კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე მტკვარში მწყემსს ეძებენ. როგორც ადგილობრივებმა განუცხადეს, სოფელ მეტეხის მკვიდრი, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც პირუტყვს მწყემსავდა, სავარაუდოდ მდინარეში შევიდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა.
ადგილობრივ მცხოვრებთა ინფორმაციით, უკვე რამდენიმე საათია, როგორც მდინარეში, ასევე მტკვრის სანაპირო ტერიტორიაზე, ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.
(ipn)
