დიპლომატიური უწყების ცნობით, ისრაელსა და მოძრაობა "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება ძალაში ისრაელის დროით, 02:00 საათზე შევა.
"გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ძალაში ისრაელის დროით 02:00 საათზე შევა. მშვიდობიან დღეებს გისურვებთ", - აღნიშნულია საელჩოს ფეისბუქგვერდზე.
ცნობისთვის, ისრაელის უშიშროების კაბინეტმა ღაზას სექტორთან ცეცხლის შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა ორგანიზაცია "ჰამასიც".
