”დღეს არ არსებობს სომხური ჯარი, ის მთლიანად განადგურებულია”.
InterPress.ge- ს ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა ნიზამი განჯავის საერთაშორისო ცენტრში ვიდეო ფორმატში გამართულ დისკუსიის დროს თემაზე "სამხრეთ კავკასია: რეგიონული განვითარებისა და თანამშრომლობის პერსპექტივები".
ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ სომხეთი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში განიცდის პოლიტიკურ კრიზისს. სომხურ საზოგადოებაში დიდი უნდობლობაა, არსებობს ურთიერთბრალდებები.
”ზოგიერთი პოლიტიკოსის რიტორიკა მიუღებელია”, - თქვა ქვეყნის მეთაურმა.
ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ ახლა საჭიროა მომავლისკენ მიხედვა და აზერბაიჯანი ამისთვის მზად არის:
”სამომავლო გეგმები სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის განუყოფელი ნაწილია”.
