”ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ სომხეთში საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენ გვესმის, რომ სომხეთში ეს პერიოდი მგრძნობიარეა. ”
InterPress.ge ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თემაზე "სამხრეთ კავკასია: რეგიონული განვითარებისა და თანამშრომლობის პერსპექტივები" გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.
ილჰამ ალიევმა თქვა, რომ თუ სომხეთი აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებაზე ისაუბრებს, ის პოპულარული არ გახდება.
”ქვეყნის ლიდერმა უნდა იფიქროს სახელმწიფოზე და არა მის პოლიტიკურ კარიერაზე”- ილჰამ ალიევმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი მზადაა აღიაროს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა.
”ამავე დროს, სომხეთმა უნდა აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა. თქვენ იცით, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა. ყარაბაღის სტატუსის განხილვა შეუძლებელია.”
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ამჟამად ყარაბაღში 30 000 სომეხი ცხოვრობს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც რუს სამშვიდობოები აკონტროლებენ.
