კახეთში ფეხბურთის თამაშის დროს 17 წლის მოზარდი გარდაიცვალა. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის სტადიონზე მოხდა. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდმა გულის არეში ტკივილი იგრძნო, რის შემდეგაც თანატოლებმა სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.
არასრულწლოვანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
