თბილისში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, გუშინ 21 წლის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გლდანში მოხდა.
(ipn)
