როგორც მან საუბრისას განაცხადა, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
აღსანიშნავია, რომ ცეცხლი კორპუსის იმ ნაწილში არ იყო გავრცელებული, სადაც აღნიშნული ქალი იმყოფებოდა. უშუალოდ ხანძრის შედეგად ადგილზე არავინ დაშავებულა.
გამოძიება დაადგენს, ახალგაზრდა ქალი სიმაღლიდან გადახტა, თუ შემთხვევით გადავარდა.
რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, ადგილობრივების ვარაუდით, შემთხვევა სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
ამ დროისთვის ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
(ipn)
