საკოორდინაციო საბჭომ ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ საბჭოს მორიგი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა 23:00-დან 05:00-მდე იმოქმედებს. მანამდე შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებდა.
(imedi)
