როგორც ისინი აცხადებენ, მსგავსი ტიპის დაპირისპირება მათ რეგიონში ხშირად ხდება, რასაც შესაბამისი სამსახურების მხრიდან ყურადღება უნდა მიექცეს.
ცნობისთვის, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან გუშინ დაპირისპირება მოხდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებიან.
დაპირისპირებაში მონაწილე პირთა გამოკითხვა პოლიციაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
(ipn)
