InterPress.ge- ს ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, დღის მეორე ნახევარში მოხდა.
ბაზრის გამყიდველმა, საიდა ისმაილოვამ Aktual.ge- ს განუცხადა, რომ შემთხვევა სვანალებმა ეთნიკური ნიშნით ჩაიდინეს.
წარმოგიდგენთ ბაზრის გამყიდველის ინტერვიუს:
"დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი მთვრალი მოვიდა მაღაზიაში და მთხოვა, რომ ლუდი მივცე "ნისიად". ვუთხარი, რომ რადგან პატრონი აქ არა მყავს, ნისია ვერ მოგცემთ, ამის უფლება არა მაქვს. ზუსდატ ამის შემდეგ ცუდი სიტყვები მითხრა ერთ-ერთმა და ამ კალკულატორს თავში ჩაგარტყამო. ამის შემდეგ მამამთილმა მოვიდა და უთხრა, რომ რატომ აგინებთ? მამამთილს სცემეს. შემდეგ ჩვენ პოლიცია გამოვიძახეთ და წაგვიყვანეს გამოკითხვაში. ჩვენს მოსვლამდე დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ 60-მდე კაცია მოსული, აქ ვინც იყო სცემეს, ჩვენ ყველას ვიცნობთ აქ და ყველაფერი კამერაში ჩანს. ესენი "სვანებია". ეს არის შემთხვევა, რონელიც ჩვენთან ხშირად ხდება. 3 და 15 წლის ბავშვი სცემეს, ეს დაპირისპირება ეთნიკური ნიშნით განხორციელდა. ერთი წლის წინ კიდევ მსგავსი ჯგუფი მოვიდა, გავასაჩივრეთ, მაგრამ ყურადღება არ მიაქციეს", - თქვა საიდა ისმაილოვამ.
